|
2017-12-18 14:29:01, 759 ნახვა
რეგიონი
ზურაბ თენიეშვილმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად, დუმბაძეების ოჯახს სურსათი და საახალწლო საჩუქრები გადასცა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი წითელი ჯვრის ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ჩაქვში მცხოვრებ დუმბაძეების ოჯახს ეწვია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოჯახში ორი შეზღუდული შესაძლებლობის პირი ცხოვრობს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. დუმბაძეებმა აჭარის მთავრობასა და სამინისტროს ბავშვის საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართეს. სამთავრობო უწყებებმა ოჯახს წითელ ჯვართან უშუამდგომლეს და მათი დახმარებით, დუმბაძეებს ბავშვის საკვებ პროდუქტთან ერთად სურსათი და საახალწლო საჩუქრები გადაეცა. საქველმოქმედო აქციაში წითელ ჯვართან ერთად კომპანია „ჰუმანა“ მონაწილეობდა. კომპანიამ ოჯახის პატარა წევრისთვის საკვები მესამედ გამოყო. აქციაში, ასევე, მონაწილეობდნენ კომპანია „ჰუმანას“ აჭარის წარმომადგენელი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ოთარ დავითაძე და წითელი ჯვრის მოხალისეები. დუმბაძეების ოჯახის უფროს წევრს სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს სავარძელ-ეტლი. საჭიროების შემთხვევაში მას ეტლი 2018 წლის პროგრამის ფარგლებშიც გადაეცემა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)