14:32 - 26 Apr, 2026
|
2017-12-18 12:43:21, 1946 ნახვა
სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხეში, 1976 წელს დაბადებული მ.ი., 1980 წელს დაბადებული მ.ქ. და 1976 წელს დაბადებული დ.ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა კაფე-ბარებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით გამოკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)