13:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 10:48:13, 1552 ნახვა

კომენტარი
მსოფლიო პატრიარქი: შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია აკურთხებს პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მისი არ არის

„მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია მისი ერთი ეპისკოპოსის მეშვეობით ახორციელებს მღვდელთა ხელდასხმას, ანუ აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის“,-ასე გამოეხმაურა მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი „იმედის კვირასთან“  საუბარში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მდებარე ეკლესიებში არსებულ ვითარებას.

„ამ პრობლემას აქვს პოლიტიკური სარჩული და მსოფლიო საპატრიარქო პოლიტიკით არ არის დაკავებული, მაგრამ ეკლესიურად მიგვაჩნია, რომ ეს ადგილები მიეკუთვნება საქართველოს ეკლესიას. ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს ეკლესიასთან ამ საკითხებზე და ბოლოს, როდესაც კონსტანტინოპოლში ვისაუბრე ამ საკითხზე მის უნეტარესობასთან, გვითხრა, რომ გავაგზავნი ერთ-ერთ ქორეპისკოპოსს, შეიძლება მეც წავიდეო. მაშინ ჩვენ, როგორც მსოფლიო საპატრიარქომ, გამოვთქვით სურვილი დავხმარებოდით და გაგვეგზავნა ჩვენც ერთი ეპისკოპოსი, არა იმისთვის, რომ დავუფლებოდით ეპარქიას, რომელიც არ გვეკუთვნის, არამედ დავხმარებოდით დროებითი დაბრკოლების მოგვარებაში. ეს ვერ განხორციელდა, რამდენადაც ვიცი, ვერც მისმა უნეტარესობამ გაგზავნა იქ ქორეპისკოპოსი.

მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია მისი ერთი ეპისკოპოსის მეშვეობით ახორციელებს მღვდელთა ხელდასხმას, ანუ აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ვისურვებ, მოწესიგდეს ეს საკითხი, ვისურვებ, რომ ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არასდროს შელახოს ეს საზღვრები“,-აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics