|
2017-12-17 10:54:42, 954 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის" გახსნას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო „შერატონ ბათუმში" „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის" გახსნას დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში. „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა" საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელსაც 16-18 დეკემბერს ბათუმი მასპინძლობს. პროექტში მონაწილეობას დელეგატის სტატუსით ღებულობს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ისინი აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს ეწვევიან, სადაც მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის წევრებმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, აფხაზეთის ა მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და სხვა საპატიო სტუმრებმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)