2017-12-17 10:20:14, 2311 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლის ხიდი 17 დეკემბრის 23:00 სთ-მდე გადაიკეტა
16 დეკმბერს, 00:00 სთ-დან იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე გადაკეტილია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
ხიდი 17 დეკემბრის 23:00 საათის შემდეგ გაიხსენება.
"სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით შპს „კაპიტელი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,