02:37 - 25 Jul, 2026
|
2017-12-16 14:02:35, 808 ნახვა
რეგიონი
გარდაბანში სარწყავი სიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამანაწილებლის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, მწყობრში ჩადგა 9 კმ სიგრძის მონაკვეთი, დამონტაჟდა ახალი მილხიდები და წყალგამშვები ფარები. ამჟამად არხის ფერდებსა და ძირზე ეწყობა რკინა-ბეტონის მონოლითური ფილები; ასევე, კეთდება მილხიდები და გამანაწილებელი კვანძები. არხის რეაბილიტაციით, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, რომელიც მუნიციპალიტეტის 3 სოფელს (ვახტანგისს, ჯანდარასა და ნაზარლოს) მოიცავს. სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე სარწყავი სეზონისთვის დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)