|
2017-12-16 11:50:53, 2627 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ინდონეზიელ კოლეგას ადამიანის უფლებათა სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრ იასონა ლაოლის შეხვდა. მინისტრი ინდონეზიელ კოლეგას საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება. თეა წულუკიანმა იასონა ლაოლის საქართველოს იუსტიციის სისტემა, უწყებათაშორისი საბჭოები და მათი მუშაობის მექანიზმი გააცნო. მან ინდონეზიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პროკურატურის რეფორმებზე; ვრცლად ისაუბრა, აგრეთვე, საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ. „ჩვენ გვაინტერესებს კორუფციასთან ბრძოლის ქართული გამოცდილება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ინდონეზია მუშაობს სამოქალაქო სამართლის კოდექსების მოდერნიზაციაზე, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება სამოქალაქო სამართალში", − განაცხადა იასონა ლაოლიმ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე. მინისტრები შეთანხმდნენ მჭიდრო თამამშრომლობაზე, სამინისტროებისათვის საინტერესო საკითხებზე მოსაზრებების გაცვლასა და სამუშაო ჯგუფების შექმნაზე. ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრთან შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჯაკარტაში ვიზიტის ფარგლებში გამართა. თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის" აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონულ ფორუმს ესწრება. ინდონეზიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ფორუმს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის" მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით დაესწრო. „OGP"-ის თავმჯდომარეობა საქართველომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საფრანგეთისაგან გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP"-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)