|
2017-12-15 19:48:56, 1746 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად შეგვაქვს ცვლილებები კონსტიტუციაში, თუმცა, დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი
„ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მის მიერვე ინიცირებულ ცვლილებებს, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის ხარისხი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კონსტიტუციური კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, დოკუმენტი სწორედ ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა, თუმცა, მის მიუხედავად, ოპოზიცია სხდომას არ ესწრება. „ჩვენ დღეს მეორე მოსმენით ვიღებთ კონსტიტუციურ კანონპროექტს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა სწორედ ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მივიღეთ უკვე ძალიან დახვეწილი დოკუმენტი კონსტიტუციის სახით, თუმცა იყო დამატებითი თხოვნები და მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან, რაც გაიზიარა ვენეციის კომისიამ და ამის საფუძველზე გაგვიწია რეკომენდაცია, რომ დამატებით გარკვეული ცვლილებები აგვესახა კონსტიტუციაში. სწორედ ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად, ჩვენ შეგვაქვს ეს ცვლილებები კონსტიტუციაში, თუმცა ხედავთ, რომ დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი, ოპოზიცია არ ესწრება სხდომას. ეს არის სამწუხარო რეალობა. მე მაქვს დიდი იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სულ უფრო დაიხვეწება და შვიდი წლის თავზე, როდესაც ჩვენ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, გვექნება შედეგად პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის უფრო მაღალი ხარისხი და პოლიტიკური კულტურის განვითარების უფრო მაღალი დონე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)