|
2017-12-15 19:31:34, 979 ნახვა
რეგიონი
რა? სად? როდის? - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით დაბა შუახევის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VII-IX კლასის მოსწაველეებს შორის ინტელელტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" ჩატარდა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მოადგილე რუსუდან შავაძე, შუახევის რესურსცენტრის დირექტორი ედუარდ გოგრაჭაძე და რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მონაწილე გუნდებს თამაშის დაწყებამდე წარმატები უსურვეს. ინტელექტუალურ თამაშში სულ ასპარეზობდა 17 გუნდი. საკმაოდ საინტერესო ტურნირის შედეგად საპრიზო ადგილი ბუთურაულის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები შუახევისა და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს. ღონისძიების ჩაატრა უზრუნველყო შუახევის ინტელექტ-კლუბმა, რომლის ხელმძღვანელია ზვიად ფუტკარაძე. გამარჯვებულ გუნდებს და მონაწილეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)