|
2017-12-15 19:27:35, 906 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ შუახევში მდებარე საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს ტურიზმის განითარება, არსებული პოტენციალის აღწერა, საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ,,ჩვენს მუნიციპალიტეტს უდიდესი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამის მისაღწევად აუცილებელია შეიქმნას ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება. შუახევს გააჩნია შესაძლებლობა განვითარდეს მთის, სამთო-სათხილამურო, სამკურნალო ტურიზმი, რომლის განვითარება ხელს შუწყობს მასთან დაკავშირებულ მრავალ სექტორს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, ვაჭრობის, სატრანსპორტო მომსახურების ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანს საჭიროების შემთხვევაში გაგიწიოთ დახმარება, თქვენის მხრივ უნდა შეძლოთ ტურისტებისთვის საჭირო პირობების შექმნა, მოიზიდოთ მეტი დამსვენებელი, დარეგისტრირდეთ ტურისტული სააგენტოების პორტალზე, შესთავაზოთ სხავადასხვა აქტიობები და ტურისტული მარშუტები“, - განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ. შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 19 საოჯახო სასტუმროა, მათ შორის რამოდენიმე სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)