13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 13:38:19, 1619 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

“ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის” განხილვაში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც ლევან დავითაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები დარგის რეფორმირებისა და ინსტიტუციური მოწყობის პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად  მიმდინარეობს მუშაობა ღვინის სექტორში, ახალი სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებაზე. ამავე დროს ღვინის მართველობით რგოლის რეორგანიზაციის და რესტრუქტურიზაციაზე დარგის მეტი ჩართულობის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღვინის სააგენტოს რეფორმირება შეიძლება მოხდეს. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციების გათვალისწინება, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია, ამიტომ სამუშაო პროცესი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მოხსენებით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი გამოვიდა და „ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის “მიზანზე ისაუბრა. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, არსებული პროექტის მეშვეობით, მეღვინეობის დარგის შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი კერძო სექტორის უფრომეტი ჩართულობა მოხდება.

“ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტში“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეული, მეღვინეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტი ჯონბარ კერი მონაწილეობს, რომელიც განხილვის მიზნით, საქართველოს უკვე მესამედ ეწვია.

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია FAO.

შეხვედრა სასტუმრო „Tbilisi Marriott“-შიგაიმართა და მასში მეღვინეობის დარგში დასაქმებული კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ: ასოციაცია „ქართული ღვინო“, „კახეთის მეღვინეთა გილდია“, „ქვევრის ფონდი“, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics