|
2018-05-06 18:19:54, 2017 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს 100-მა თანამშრომელმა საერთაშორისო მარათონში - „მსოფლიო რბენაში“ მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 100-მა თანამშრომელმა კახეთში გამართულ საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონში - „Wings for life world Run“ მიიღო მონაწილეობა. სამინისტრო მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესს და სწორედ მის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად აღნიშნულ ღონისძიებაში უწყების თანამშრომელთა მონაწილეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მარათონში საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო რიცხვის - „100“-ის გამოსახულებიანი მაისურებით მონაწილეობდნენ. მასშტაბური გარბენი კახეთში წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა. საქველმოქმედო ღონისძიება, მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად 6 კონტინენტზე და 25 ქვეყანაში გაიმართა. საერთაშორისო მარათონი მიზნად ისახავს ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დახმარებას. ყოველწლიურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა, საქართველოში მის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)