13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 20:38:47, 2002 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

შეხედრაზე შეკრებილ საზოგადოებას კახა კალაძემ სიტყვით მიმართა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების წახალისება მოხდეს.  

„ყველას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად ცხოვრება. მერიას მომდევნო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ქალაქის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსები გავხსნათ, სადაც საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები იქნება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ახალგაზრდებს ინფორმაცია იმ ახალი პროექტის შესახებაც მიაწოდა, რომელიც ამჟამად, დამუშავების პროცესშია.

„პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. დღეს ინტერნეტზე ყველას მიუწვდება ხელი და მინდა ასეთი სერვისი შევთავაზოთ - „შენი იდეა ქალაქის მერს“.  ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებაში. უამრავი ხედვა და პროექტი არსებობს და თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეთ ამ კონკრეტულ პლატფორმაზე, მოგვაწოდოთ თქვენი იდეა და შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ ქალაქის განვითარების პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ჩართული.

პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრას თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics