|
2017-12-14 15:57:14, 2410 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის სამხედრო ხარჯებზე დასმულ შეკითხვას პუტინმა ანეკდოტით უპასუხა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს. პრესკონფერენციაზე კრემლის ხელმძღვანელს კითხეს, თუ რამდენი უნდა დაიხარჯოს სამხედრო საკითხებზე, რასაც პუტინმა ანეკდოტით უპასუხა: „არის ასეთი ანეკდოტი: ყოფილ ოფიცერი ეძებს იარაღს. როდესაც ვერ პულობს შვილს ეკითხება: - „სად არის ჩემი იარაღი?“ – „არ მეჩხუბო, მე ის მეზობელ ბიჭს საათში გავუცვალე", - მიუგო შვილმა. „მანახე...კი, საათი ნამდვილად კარგია, მაგრამ ხვალ რომ სახლში ყაჩაღები შემოგვივარდნენ და მთელი ოჯახი მოკლან, შენ რას უპასუხებ? - მოსკოვის დროით 12 საათი და 30 წუთია? აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამხედრო საკითხებზე უნდა დაიხარჯოს იმდენი, რამდენიც საჭიროა“, - განაცხადა პუტინმა. ამასთან, მისივე თქმით, სამხედრო ხარჯები ისეა დაბალანსებული, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული, მაგრამ ეკონომიკას ზიანი არ მიადგეს. „ჩვენი სამხედრო ხარჯები დაახლოებით 46 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, აშშ-ს სამხედრო ხარჯები 700 მილიარდი დოლარია“, - აღნიშნა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)