|
2017-12-14 13:47:43, 1906 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის დღეებში გარევაჭრობისთვის თბილისში სპეციალური ადგილები გამოიყო
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გარევაჭრობა დედაქალაქში შესაბამის ლოკაციებზე 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება ნებადართული. კერძოდ, საახალწლო გარევაჭრობისთვის ადგილები დედაქალაქში შემდეგ მისამართებზე გამოიყო: გლდანი-ნაძალადევი: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა; დიდუბე: „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა; ვაკე-საბურთალო: „დელისის“ მეტროს მიმდებარედ; ისანი-სამგორი: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა; მერის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ლოკაციებზე უსაფრთხოებასა და ზედამხედველობას მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)