01:58 - 25 Jul, 2026
|
2017-12-13 22:24:21, 1062 ნახვა
რეგიონი
სოხუმში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოკლეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, გუმისთის ხიდზე უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს გაუხსნეს. ავტომობილში მყოფი ორი პირი – პავლე არძინბა და დიმიტრი ხაგბა გარდაიცვალა. პავლე არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მესამე პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ფაქტი 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა. მაშინ ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი დაიღუპა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ მიმდინარე წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პავლე არძინბა დაკავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)