|
2017-12-13 16:35:23, 2683 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ წმინდა გიორგის ძეგლის ირგლივ მისი საარჩევნო სლოგანის განთავსებაზე ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის ირგვლივ მისი საარჩევნო სლოგანის განთავსებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა ვეცადოთ, რომ დედაქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე. „ჩვენ უნდა ვეცადოთ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენი ქალაქი გახდეს სიცოხლით სავსე. მე მგონი ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, თუნდაც ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. მე მგონია, რომ მათაც ექნებათ სურვილი, ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხე ლურ ჯერებში გუშინ განათდა. ნაძვის ხის ირგვლივ გაკეთებულია კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანის „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ ამსახველი წარწერა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)