|
2017-12-13 15:29:58, 1992 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალის კერძო დასახლებებში წყალარინების ახალი ქსელები მოეწყო
ფონიჭალის კერძო დასახლებებში, წყალარინების ქსელის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში შექმნილი პრობლემები გადაიჭრება. კრწანისის გამგეობის ძალისხმევითა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) შესრულებით, ზემო და ქვემო ფონიჭალის იმ ქუჩებზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არსებობდა, როგორც წყალარინების ქსელების მშენებლობა, ასევე, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია კომპლექსურად განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ჟორდანიას, ღოღობერიძის, ვაგზლისა და ევსტათე მცხეთელის ქუჩებზე ჩატარდა. ქსელის მოწყობა, უახლოეს დროში, ლომინაძის ქუჩაზეც დაიწყება. აღნიშნულ ქუჩებზე მოსახლეობა ათეულობით წელია მსგავსი კომუნიკაციების გარეშე ცხოვრობდა. წყალარინების ქსელების მშენებლობას წინ უძღოდა გამგეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - 1 225 მეტრის სიგრძის სანიღვრე კოლექტორი, რომელიც ზემო ფონიჭალაში, ჟორდანიას ქუჩიდან ქვემო ფონიჭალაში მდინარე მტკვრამდე მოეწყო. კოლექტორის მშენებლობის შედეგად, წლების განმავლობაში არსებული დაჭაობებული ტერიტორიები გაიწმინდა. 2018 წლის განმავლობაში, ფონიჭალის კერძო დასახლებებში, წყალარინების სისტემით ყველა ოჯახი ისარგებლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)