09:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 19:02:55, 377 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი „ნაციონალებს“ : იდეოლოგიურად ევროპის მოწინააღმდეგეები იყავით

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით,  „მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსვლა არ გართულებულა.

ღარიბაშვილმა ამ განცხადებით  საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც „მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის პრობლემა შეექმნათ.

 „ახალი კანონის ძალით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი არ გამკაცრებულა, ეს არის ძალიან ნათელი. როგორც ადრე შემოდიოდნენ უვიზოდ, ისე შემოდიან დღესაც. ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყანა არის მთავრობის დადგენილებით, იმ ქვეყნების სიაში შეყვანილი, რომლებსაც უვიზო რეჟიმი ეხებათ.  რეგულაციები რა თქმა უნდა მათ შეეხოთ, მაგრამ, სავიზო რეჟიმი არ გამკაცრებულა.  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები უვიზოდ შემოდიან საქართველოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონში შესული ცვლილებები ე.წ. შენგენის სავიზო კოდექსს ეფუძნება, რომელიც ევროკავშირის ვიზების გამარტივებული წესების მიღებასთან დაკავშირებით, 2011 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
 
„ ანალოგიური რამ მოქმედებს მოლდოვაშიც, რომელმაც ეს ჩვენზე ადრე, 2010 წელს დაიწყო, მაშინ როცა თვენ იყავით ხელისუფლებაში. თვენც შეგეძლოთ ამაზე მუშაობა, მაგრამ იდეოლოგიურად ევროპის მოწინააღმდეგე იყავით. მოლდოვამ ჩვენზე ადრე დაიწყო უვიზო მიმოსვლა. საქართველოში იმ უწყების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ, განსაკუთრებით მძიმე მემკვიდრეობა მიიღეს, 2 წლის განმავლობაში რეფორმების გატარებასთან დაკავშრებით, რომელიც თვენი გასაკეთებელი იყო“, – მიმართა ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“.

პრემიერი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ვიზა–ლიბერალიზაციის ანგარიშსაც გამოეხმაურა და დეპუტატებს მოუწოდა, რომ მას გაეცნონ.

„ეს ანგარიში უაღრესად პოზიტიურია და გილოცავთ ყველას. ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, ამ ანგარიშს გაეცნოთ. მასში ის არის აღიარებული, რასაც ჩვენ მოვლეოდით – მასშტაბური რეფორმები, ეს არის პროგრესი, რისთვისაც ჩვენ ბოლო 6 თვე რეკორდულად მოკლე დროში ვიმუშავეთ, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი დღე არ უმუშავია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics