21:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:15:56, 1608 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: სსფ-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით იგი რეგიონში გამოკვეთილი ლიდერი იქნება

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ 2017 წლის პირველ 10 თვეში წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 4.9 პროცენტით გაიზარდა.

„სწორედ 4.9 პროცენტია ჩვენი პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისათვის. მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი მომავალი წლებისათვის. ამ ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებიც. ფონდის აზრით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით, იგი იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ფონდი კონსერვატიულ პროგნოზებს აკეთებს (რასაც 2017 წლის მაჩვენებლებიც მოწმობს) და რეალურად, ჩვენი მოლოდინია, რომ უფრო მაღალ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მივაღწევთ.

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომლის შედეგად მოხდება ეკონომიკის სრული ტრანსფორმაცია, ზრდის დაჩქარება, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics