|
2017-12-13 14:06:11, 2381 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი მზად არის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას არ აქვს ამბიცია უკრაინის პრეზიდენტი გახდეს, - ამის შესახებ Current Time იუწყება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ლიდერის პოსტი ეთნიკურად უკრაინელმა უნდა დაიკავოს. "მე არ მაქვს ამბიცია უკრაინის პრეზიდენტი გავხვდე. ეს პოსტი ცალსახად ეთნიკურად უკრაინელმა უნდა დაიკავოს. თუმცა ეთნიკურობა უკრაინაში შედარებითი საკითხია. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც უკრაინაში დაიბადა და მთელი ცხოვრება აქ გაატარა. მე ჩამოვედი უკრაინაში ყმაწვილობაში, თუმცა აქ არ დავბადებულვარ და მთელი ცხოვრება აქ არ მიცხოვრია", - განაცხადა ყოფილმა გუბერნატორმა. ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს. "როგორც კი უკრაინაში ნორმალური ხელისუფლება იქნება და სასამართლოზე არ მოხდება ზეწოლა, მე მოქალაქეობას დამიბრუნებენ. მე გავაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მზად არის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. "მზად ვარ ავიღო ასეთი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)