10:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 12:24:19, 1562 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საქართველო აგრობიზნესში საექსპორტო ქვეყანა გახდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ევროკავშირი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია.

როგორც კვირიკაშვილმა კონფერენციაზე „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“  სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საქართველო აგრობიზნესში საექსპორტო ქვეყანა გახდეს.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ დახმარებისთვის, რასაც გაერთიანება საქართველოს უწევს.

“ევროკავშირის მიერ გაწეულ დახმარებას აღვიქვამთ როგორც ნდობას და დასტურს იმისა, რომ საქართველო სწორად ვითარდება. ENPARD-ის სამივე ფაზით გათვალისწინებული 180 მილიონი ევროს მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად დავისახეთ. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ საქართველო ახალი ვალდებულებების წინაშე დადგა და ამ ვალდებულებებს ევროკავშირის დახმარებით ეტაპობრივად ასრულებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ევროკავშირს ამ დიდი შესაძლებლობებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცობისთვის, კონფერენციაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის შედეგები შეაჯამეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics