13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 11:45:31, 1735 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს სიმბოლურ ფასად გადასცემს. 

„იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები, თაობები გაზარდეს და ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. რამდენიმე მთავრობის სხდომაზე, გვქონდა გამოტანილი კონკრეტული ოჯახებისთვის ფართების დაკანონების საკითხი. შესაბამისად, ამ პროცესს განვაგრძობთ, რადგან დაუკანონებელ  ფართებში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დღეს გვინდა ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცეთ. ეს ადამიანები 15-20 წელია ცხოვრობენ აქ და დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართების დაკანონების საკითხი უკანონო მშენებლობებს უნდა გაემიჯნოს.

კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს კიდევ ერთხელ დაავალა, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად განაგრძოს. 

„მინდა გავმიჯნო ის ფაქტები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში უკანონო მშენებლობების თვალსაზრისით ხდება. ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი ფაქტი გამოავლინა. მინდა გთხოვოთ ბატონო გიორგი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა განაგრძოთ. იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელია,  ადამიანმა მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება და განვითარება, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. შესაბამისად, უკანონო მშენებლობებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics