13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 11:37:57, 1471 ნახვა

საზოგადოება
საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარის სტატუსით აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ინდონეზიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ფორუმს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით დაესწრება.

უწყების ცნობით,  „OGP“-ის თავმჯდომარეობა საქართველომ მიმდინარე წლის სექტემბერში საფრანგეთისაგან გადმოიბარა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

რეგიონული ფორუმი 14 დეკემბერს გაიხსნება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, როგორც მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე, მისასალმებელი სიტყვით წარდგება ღონისძიების მონაწილეების წინაშე და „OGP“-ის გამოწვევებზე ისაუბრებს.

 თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ როგორი იქნება საქართველოს, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები 2018 წლის განმავლობაში.

თავისი გამოსვლის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის მნიშვნელობაზე, რომელსაც 2018 წლის ზაფხულში საქართველო უმასპინძლებს.

ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს, აგრეთვე, მინისტერიალში, რომელიც ფორუმის ფარგლებში გაიმართება.

„OGP“-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ინდონეზიისა და ყირგიზეთის ვიცე პრემიერებთან, აგრეთვე, ფილიპინების, ინდონეზიისა და ავღანეთის მინისტრებთან ერთად  იმ გამოწვევებზე იმჯელებს, რაც ღია მმართველობის მიმართულებით არსებობს აზიის რეგიონსა და ოკეანეთის ქვეყნებში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კოლეგების კითხვებს უპასუხებს, თუ რამ განაპირობა საქართველოს წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პლატფორმის ფარგლებში, რა რეფორმები გაატარა ქვეყანამ ამისათვის, როგორია საქართველოს, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის, ხედვა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ყირგიზეთის, სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და ინდონეზიის მთავრობების წარმომადგენლებთან.

ყველა ეს შეხვედრა  უცხოელი პარტნიორების ინიციატივით დაიგეგმა. პარტნიორ ქვეყნებს იმედი აქვთ, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ამოცანებისა და გეგმების განხორციელების პროცესში საქართველოს იუსტიციის მინისტრისაგან საჭირო და მნიშვნელოვან კონსულტაციებსა და რჩევებს მიიღებენ.

ღონისძიების ბოლოს დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ინდონეზიას შორის.

მის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების სამინისტროს   გამოცდილებას გაუზიარებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის სახელმწიფო სისტემის მშენებლობის, სახელმწიფო სერვისების გამარტივების, ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით.

ქართული დელეგაცია ინდონეზიაში ვიზიტს 15 დეკემბერს დაასრულებს.

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics