12:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 16:52:32, 1830 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

მინისტრმა ქართველ მეცნიერებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აგრარული დარგის განვითარებაში მათი ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აგრარულ მეცნიერებას აქვს ხანგრძლივი ისტორია. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია წარმოადგენს სახელმწიფოს მრჩეველს, რომელიც აგრარულ დარგში სწორი პოლიტიკის წარმართვაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ქართველი მეცნიერების ღვაწლი და გამოცდილება ფასდაუდებელია. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გარდაუვალი აუცილებლობაა დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 60 წლიან საქმიანობაზე აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ ისაუბრა. აკადემია 1957 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა.

იუბილესთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებისგან მილოცვები მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გაიმართა.

აკადემიის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და რეზო ასათიანი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics