|
2017-12-12 13:22:11, 1020 ნახვა
სამხედრო
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე იმიტირებული სწავლება გაიმართა
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა მონაწილეობა გეგმიურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს ჩხრეკის დროს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარება, დაშავებულთა ევაკუაცია და ბაზის უსაფრთხოების გაძლიერება წარმოადგენდა. უწყების ცნობით, სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეები იმიტირებულ სწავლებაში პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ. წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და მიზნად სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს. სწავლებას ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე დაესწრო. სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)