12:07 - 08 May, 2026
|
2018-02-14 19:23:58, 2014 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს 19 მოქალაქე გერმანიაში არ შეუშვეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 თებერვალს გერმანიის ფედერალური პოლიციის მიერ სასაზღვრო კონტროლის გავლისას, გერმანიაში არ შეუშვეს ქუთაისი-მემინგემის რეისის 19 მგზავრი. უწყების ცნობით, საქართველოს 10 მოქალაქე მემინგენი-ქუთაისის რეისით იმავე დღეს უკან გამოაბრუნეს, 9 მოქალაქე კი მიუნხენის აეროპორტის ტრანზიტული ფრენებისათვის განკუთვნილ ნაწილში გადაიყვანეს. ისინი საქართველოში დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში (შენგენის ზონა) უვიზოდ მიმოსვლის უფლება 2017 წლის 28 მარტს მიიღეს. უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, 180-დღიანი მონაკვეთის პერიოდში შენგენის ზონაში 90 დღე გაატარონ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)