19:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 20:47:17, 2560 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 35-39 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირს 35-39 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის. ამის შესახებ Ria იუწყება.

"განვსაზღვრეთ გადასახადების ოდენობა და გადახდის მეთოდოლოგია. ჩვენი გათვლების თანახმად დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 35-39 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის", - განაცხადა ტერეზა მეიმ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ პროცესი, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics