04:58 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 18:08:01, 2661 ნახვა

მსოფლიო
„სააკაშვილს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება“ - კიევში სასამართლო პროცესი გრძელდება (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა კიევში, პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

პროცესი უკვე 4 საათია მიმდინარეობს.

პროკურატურა სააკაშვილისთვის 2-თვიანი შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამასთან, ბრალდების მხარემ პროცესზე განაცხადა, რომ შინაპატიმრობის დროს ყოფილი პრეზიდენტი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა, რომელთა ნაწილი სასამართლომ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი შუამდგომლობა ბრალდებულისთვის განკუთვნილი ადგილის ნაცვლად, სააკაშვილის ადვოკატებთან ერთად მოთავსებას გულისხმობდა. მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა  შუამდგომლობა, რომელიც პროცესზე ყოველ 2 საათში ერთხელ შესვენების გამოცხადებას გულისხმობდა. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ პროკურორის აცილების მოთხოვნას, აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics