20:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 15:47:12, 2198 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესი იყო პოლიტიკური კომპრომისი და ის ძალაში რჩება

„ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და რჩება ძალაში, თუმცა, გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, ინსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით უმჯობესი იქნებოდა, რომ სუბიექტი ყოფილიყო პარლამენტი",- ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას განუცხადა.

„ჩემი აზრით, გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს ის პროცედურა, რომელიც არის დადგენილი. მოგეხსენებათ, ეს პროცედურა ჩამოყალიბებულია პოლიტიკურიკომპრომისის და კონსესუსის ჩამოყალიბების სურვილით. საბოლოო ჯამში, პროცედურა არის ლეგიტიმური, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში, თუმცა, მეპირადად მიმაჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევის წესი იქნებოდა უფრო სწორი ამ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით, თუმცა, საბოლოო ჯამში,ჩვენ ავწონ-დავწონეთ როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მხარეები ამ ყველაფრის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ აისახოს ასეთი ცვლილებაკონსტიტუციურ კანონში.

საუბარი იყო იმაზე, რომ გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელიც აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს, ნაცვლად 150 დეპუტატისა, ეს იქნება საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი. ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და ეს რჩება ძალაში. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდაინსტიტუციური კუთხით, სამართლებრივი კუთხით, პოლიტიკური კუთხით, რომ პარლამენტი ყოფილიყო სუბიექტი, თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთადვიმსჯელეთ, განვიხილეთ ეს საკითხი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ძალაში ის პროცედურა, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე დამტკიცებულტექსტში",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics