19:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 15:23:57, 2204 ნახვა

მსოფლიო
ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო, რომელთან კავშირსაც პროკურატურა სააკაშვილს ედავება, პოროშენკოს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო, რომელთან კავშირსაც უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ედავება, ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ცილისწამების გამო, სარჩელს შეიტანს, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბიზნესმენმა პოროშენკოს წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს შეიტანა. 2 დეკემბერს კი, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის განხილვა 2018 წლის 4 აპრილს გაიმართება.

"ოდესის ოლქში 2016 წლის 7 ოქტომბერს ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კურჩენკო არის ბოროტმოქმედი. მას არ აქვს უფლება ბოროტმოქმედი მიწოდოს, სანამ ამას სასამართლო არ დაამტკიცებს", - აცხადებეს ბიზნესმენი.

ამასთან, ოლიგარქმა სარჩელი უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს წინააღმდეგაც შეიტანა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი უარყოფს სააკაშვილთან კავშირს და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ იცნობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics