|
2017-12-11 13:53:26, 1008 ნახვა
რეგიონი
კურორტ „გოდერძი რიზორტს“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა
კურორტ „გოდერძი რიზორტს" 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 იანვარს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის. მათივე ცნობით, 4 ახალი საინვესტიციო პროექტი 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ 75 ადგილობრივი დასაქმდება. აჭარაში ზამთრის სეზონის გახსნა რეგიონის მოსახლეობას და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, კურორტის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. პატარაძის თქმით, ინტერესი მაღალმთიანი აჭარის მიმართ ძალიან დიდია. კურორტ ,,გოდერძის" სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, ყველაზე მაღალი სადგური კი - ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. დასრულდა პრივატიზების ერთი ეტაპი და კურორტის ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარია. 4 ახალ საინვესტიციო პროექტთან ერთად კურორტზე ჯამში 10 სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯი აშენდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)