12:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 10:19:08, 1767 ნახვა

საზოგადოება
48 საათიანი ჰაკათონი ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის დასრულდა

დასრულდა 48 საათიანი ჰაკათონი Garage48 "Gemification&Entertainment", სადაც პროგრამისტებმა, დიზაინერებმა, მარკეტერებმა, მეწარმეებმა და პროექტ-მენეჯერებმა განავითარეს კრეატიულ იდეები და შექმნეს სამუშაო პროტოტიპები. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მონაწილემ, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად.

უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა:

I ადგილი - Georgian Hero - აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები შეძლებენ დროებითი სამსახურების მოძიებას

 II ადგილი - Clap -  პროგრამა, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს მუსიკალურ ღონისძიებებს, გაამარტივებს ბილეთებისშეძენას და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

აუდიტორიის რჩეული გახდა Proffesion Detector - ვებ-გვერდი, რომელიც  ახალგაზრდებს უადვილებს პროფესიის შერჩევას. ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდის სტატუსი მოიპოვა აპლიკაციამ Ladybug, რომელიც  ადამიანებს ეხმარება დაკარგულინივთების მოძიებაში. ყველაზე დიდი გლობალური პოტენციალის მქონე იდეა კი Challen.ge გახდა - ვებ-გვერდი,რომელიცადამიანებს  ხვადასხვა სირთულის გადალახვაში ეხმარება. ასევე, გამოვლინდნენ ყველაზე გიჟური იდეის ავტორიპროექტი  - Maika, ხოლო საუკეთესო პრეზენტაციისთვის გუნდი Elysium დაჯილდოვდა.

პირველი ადგილის მფლობელებს  თიბისი ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორეადგილს ერთთვიანი წევრობა Impact Hub Tbilisi-ში.

ჰაკათონის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის იმის სწავლება, თუ როგორშეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაშიტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმეწარმატებული სტარტაპი.

Garage48-ის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi და თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics