12:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-10 23:01:48, 2204 ნახვა

საზოგადოება
უამრავი ადამიანი სისტემური ჩაგვრების ქვეშ ცხოვრობს -ორგანიზაცია “თემიდა” ადამიანის უფლებები შეაფასა

ორგანიზაცია “თემიდა” ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას შეაფასა:

-უამრავი ადამიანი სისტემური ჩაგვრების ქვეშ ცხოვრობს და იბრძვის გათავისუფლებისთვის. საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ღარიბი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი მოკლებულია ცხოვრების ღირსეულ პირობებს, საკვებს, საცხოვრისს, განათლებას, ჯანდაცვას... უამრავი ადამიანი მუშაობს სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში და სახელმწიფო საკუთარი მოვალეობის განხორციელებაზე უარს ამბობს, არ იცავს მუშებს სამუშაო ადგილზე სიკვდილისგან;
კულტურული და ეკონომიკური ჩაგვრა განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის ქალებს, რომელთა შინა მეურნენეობაში გაწეულ შრომას ემატება ეკონომიკური ექსპლოატაცია და ზოგჯერ ფიზიკური და სექსუალური ძალადობა.

მძიმეა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების ყოფა. მიუხედავად რიგი პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებებისა, ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების უდიდეს გამოწვევად რჩება. სახელმწიფოს პოლიტიკა არ მოიცავს მოქალაქეთა განათლებას სექსუალობის შესახებ; არ ითვალისწინებს ტრანსგენდერი ქალების ჯანდაცვის და იურიდიულ საჭიროებებს, რაც წარმოშობს თვითდასაქმებისა და დაბალ ანაზღაურებად შრომაში ჩართვის საჭიროებას, ეს შრომა ასევე კრიმინალიზებულია. ჰომოფობიის კულტურული მახასიათებლის გამო უამრავი ახალგაზრდა გეი და ლესბოსელი ადამიანი, იძულებულია დატოვოს ოჯახი. სახელმწიფოს მათთვის თავშესაფარი არ აქვს. ადამიანები ხდებიან ღირსების შემლახავი მოპყრობის, გარიყვისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის ეფექტური სტრატეგია.

და ბოლოს, უსაშველოდ მძიმეა არსებული ნარკოპოლიტიკის შედეგად დაჭერილი, გაღარიბებული, დასნებოვნებული მოქალაქეების ყოფა. საზოგადოებრივი კონსესუსის მიუხედავად, რომ შეიცვალოს არსებული ძალადობრივი ნარკო პოლიტიკა, რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ ჩანს და ყველა ელის კანონპროექტს, რომლითაც უამრავი მოქალაქე იგრძნობს სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვას. ციხეების ნაცვლად გაიხსენება სარეაბილიტაციო ცენტრები და ზიანის შემცირების სახელმწიფო პროგრამები ამუშავდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics