11:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-10 17:37:50, 2069 ნახვა

საზოგადოება
კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი გაიხსნა

კურორტ გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი გაიხსნა მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონი.

გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.


კურორტის ოფიციალურ გახსნაზე აღინიშნა, რომ კურორტ გოდერძიზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების ფარგლებში მისი განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ სამთო-სათხილამურო კურორტზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80  მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება.


გახსნის ცერემონიალზე ასევე ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს 4 ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების თაობაზე, რომლებიც აჭარის ავტომონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოთხ კომპანიასთან გააფორმა.


2017 – 2018 წლების ზამთრის სეზონზე კურორტ გოდერძიზე ტურისტებისთვის იმუშავებს ორი დიდი საბაგირო (გონდოლას და ბაბლის ტიპის). აგრეთვე ახალ სეზონზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას შემოემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, ასევე მოეწყო  საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები.
კურორტ გოდერძიზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი 2366 მეტრი.


კურორტის განვითარების ფარგლებში 1761 მეტრიანი შიდა გზა და სანიაღვრე არხები მოეწყო, ასევე განთავსდა განათების ბოძები. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს.


გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლას ქვედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics