2017-12-10 17:26:24, 2178 ნახვა
საზოგადოება
დღეს 00:00-დან 07:00 საათამდე ჭავჭავაძის გამზირზე, 12 დეკემბერს კი ასევე პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, 11 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე. ხოლო 12 დეკემბერს, ამავე საათებში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ იქნება შეზღუდული, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე პეკინის ქუჩაზე.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
(NS)
ავტორი: ,