2017-12-09 18:09:58, 2556 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.
როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
(NS)
ავტორი: ,