11:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 18:31:28, 2295 ნახვა

საზოგადოება
ტრენინგების ციკლი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ დასრულდა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ციკლი დასრულდა იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დაასრულა ტრენინგების ციკლი „ევროკავშირის სამართალი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ გადასცა.

ტრენინგების ფარგლებში საჯარო მოხელეები, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების შესახებ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნასა და კანონის აღსრულებაზე მუშაობენ, მომხმარებელთა უფლებების სფეროში არსებულ ევროპულ სტანდარტებს, სიახლეებსა და გამოწვევებს გაეცნენ.

ათამდე საჯარო უწყების მოხელეებისთვის სწავლებას პირველ ეტაპზე ადგილობრივი ექსპერტი სოფიო ჩაჩავა უძღვებოდა, ტრენინგების დასკვნითი ნაწილი კი, საერთაშორისო ექსპერტმა, ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტის (EUI) პროფესორმა ჰანს-ვოლფგანგ მიკლიცმა ჩაატარა.

 საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ გახდა. აღნიშნული სწავლება მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ეფექტიანობისთვის.

ტრენინგები ჩატარდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის − „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ − გრანტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics