11:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 17:25:15, 1956 ნახვა

საზოგადოება
მერია, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ფარგლებში, დამატებით 120 ბავშვს დააფინანსებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, 2018 წლიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, ქვეპროგრამით მოსარგებლე და მომლოდინე ბავშვების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში, დღეისათვის, უწყვეტ რეჟიმში 700 ბავშვი იღებს მომსახურებას და თითოეულს თბილისის მერია, ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს. 

როგორც გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, 2018 წელს დაგეგმილია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ბიუჯეტის გაზრდა.

„მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების გაჩენის შემდეგ, 2018 წლიდან დამატებით 120 ბავშვის დაფინანსების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეპროგრამაში მოსარგებლეების ჩართვა ეტაპობრივად მოხდება.

მისი თქმით, ქვეპროგრამაში ახალი მოსარგებლეების ჩართვისას უპირატესობა მიენიჭება მომლოდინეთა რიგში მყოფ ასაკით ყველაზე პატარას.

ქვეპროგრამის დაწყებიდან, 2015 წლის ივლისიდან, მისი ბიუჯეტი 6-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 3 300 000 ლარი იქნება.

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისში რეგისტრაციის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics