11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 14:19:15, 1947 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტად აირჩიეს

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ახალ პრეზიდენტად თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს. ახლადარჩეული პრეზიდენტი ასოციაციას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
 
კახა კალაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დელეგატს, ვინც მხარი დამიჭირა. ძალიან საპასუხისმგებლოა იყო თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ 2014 წლიდან მოყოლებული, თუმცა გამოწვევები და პრობლემები არსებობს, რომელთა დასაძლევად ინტენსიური მუშაობა მოგვიწევს. უნდა უზრუნველვყოთ მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რისთვისაც უნდა შეიქმნას შესაბამისი პლატფორმა და მექანიზმები. ძლიერი თვითმმართველობა  და დეცენტრალიზაცია ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია.  ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მზად ვარ, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
ეროვნულ ასამბლეაზე დელეგატებმა, ახლადარჩეულმა მერებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები აირჩიეს. თბილისიდან საბჭოს წევრებად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები - თამარ ტალიაშვილი და ირაკლი ნადირაძე აირჩიეს.
 
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი  საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი,   ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics