11:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 13:57:44, 1759 ნახვა

საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება

საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და თოვლის უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. სწორედ ამიტომ „თეგეტას“ ფილიალები გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად დამატებით იმუშავებენ კვირას, 10 დეკემბერს,  9:30 - 18:00 საათამდე. აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფილიალების მომსახურებით - თბილისში: ცენტრალური, ვაკე, ვარკეთილი, ბელიაშვილი, წითელქუდა, პეპელა, გეზი, ასევე მარნეულის, ბათუმის, რუხის, გორის, ახალციხეს და ქუთაისის ფილიალებში.

იმისათვის, რომ უსაფრთხო იყოს თქვენი გადაადგილება, „თეგეტა“ გთავაზობთ მიმართოთ  სერვის ცენტრებს და შეიძინოთ ზამთრის პროდუქტები: BRDIGESTONE-ის პრემიუმ კლასის ზამთრის საბურავები; VARTA-ს და EXIDE-ის აკუმულატორები; ანტიფრიზები; MOTUL-ის, SHELL-ის და MOBIL 1-ის ძრავის ზეთები და დაიბრუნოთ 20%-მდე გარანტირებული თანხა. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა სერვის ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

ასევე „თეგეტა“ გთავაზობთ საბურავების უფასო შეცვლის და ბალანსირების სერვისს. აქ დაგხვდებათ მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული  ზამთრის საბურავების ყველაზე დიდი არჩევანი. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საბურავების შენახვის სერვისით და ზაფხულის საბურავები შეინახოთ „თეგეტას“ „საბურავების სასტუმროში“, სადაც შენახვის ყველა სტანდარტი დაცულია.

თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი, აღნიშნული სერვისის მისაღებად დაუკავშირდით „თეგეტას“ ცხელ ხაზს (+32) 226 44 44.

„თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

 

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics