11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 12:22:02, 1829 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყნეთში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გაგრის III ჩიხის VII კორპუსში (ყოფილი გურამიშვილის ქუჩა) სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდა, არსებული ბზარები ამოივსო, კედლები ქვიშა-ცემენტის ხსნარით შეილესა და მოეწყო სანიაღვრე არხი.

წყნეთში მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ. 

სახლის გასამაგრებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 43 825 ლარი გამოიყო. 

მიმდინარე წელს, წყნეთში კაპიტალურად კიდევ ორი სახლი გამაგრდა.

ორივე პროექტის ღირებულებამ 82 357 ლარი შეადგინა.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics