2017-12-08 10:27:03, 1825 ნახვა
საზოგადოება
ნინო ლომჯარია დღეიდან სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება
ნინო ლომჯარია დღეიდან სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება.
საქართველოს პარლამენტმა ლომჯარია აღნიშნულ პოსტზე 30 ნოემბერს, 96 ხმით დაამტკიცა.
იგი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.
ცნობისთვის, ნინო ლომჯარია აღნიშნულ პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ომბუდსმენობის კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი ფოფხაძე იყო. მას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა 27 კი, წინააღმდეგი იყო. ფოფხაძის კანდიდატურა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ წარადგინა.
ყოფილ ომბუდსმენს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა გუშინ ამოეწურა.
ავტორი: ,