|
2017-12-07 21:57:32, 4184 ნახვა
სპეციალური ანონსი
8 დეკემბრის ანონსი
8 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა", რომელზეც მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ინდოეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს ელჩი ინდოეთში და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი. მის: ა. ფურცელაძის ქ. #1, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია 8 დეკემბერს, 10:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო ,,ლაერტონში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში, კონფერენციას გამართავს. თემა: „კულტურული დიალოგი და ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესებში“. 8 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი ჩატარდება, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის. მის.: რუსთაველის გამზ. #29, შესასვლელი თაბუკაშვილის ქუჩიდან. 8 დეკემბერს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის „სამეჯლისო დარბაზში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წარადგენს კულტურის სტრატეგია 2025-ის განხორციელების პირველი წლის ანგარიშს - „შემოქმედებითი საქართველო - მდგრადი განვითარებისთვის“. 8 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ VI ეროვნული ასამბლეა გაიმართება, რომლის მონაწილეებს მიმართავენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენმდივანი ანდრეას კიფერი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი და თბილისის მერი კახი კალაძე. მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი #1 8 დეკემბერს, 16:30 საათზე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტის „მე-ევროპელი“ ფარგლებში, საზოგადო მოღვაწისა და დიპლომატის, გელა ჩარკვიანის საჯარო ლექცია გაიმართება. თემა: „ცხოვრება ორ პოლიტიკურ სისტემაში“. მის.: შ. დადიანის ქ. #2/1 8 დეკემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო „რედისონის“ ახალ საკონფერენციო სივრცეში „რესპუბლიკა“ „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ფინალური ღონისძიება გაიმართება.
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)