|
2017-12-07 13:07:53, 2214 ნახვა
სამართალი
შსს-მ მცხეთაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1976 წელს დაბადებული გ.გ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ტ., ქურდობის ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ტელევიზორი და ელექტროხერხი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან 3 საათში, მცხეთაში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. „ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“,-აცხადებენ შს სამინისტროში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)