|
2017-12-07 12:04:54, 2473 ნახვა
სამართალი
კიევის სასამართლომ სააკაშვილის მხარდამჭერ სევერიონ დანგაძეს პატიმრობა შეუფარდა
კიევის სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს, სევერიონ დანგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანი ლარისა სარგანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სარგანი წერს, დანგაძის წინააღმდეგ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას გულისხმობს. ცნობისთვის, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსა და სააკაშვილის საუბრის 30-წუთიანი ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელსაც წინ უძღვის სხვა საუბრების აუდიო და ვიდეოჩანაწერები. მათ შორისაა, სავარაუდოდ, სააკაშვილის მოკავშირის სევერიან დანგაძის და კურჩენკოს წარმომადგენლის საუბარიც. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, "კურიერი" დანგაძეს ფულს გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)