08:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 17:36:25, 1708 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე ოპოზიციას: კარგი იქნება, თუ თქვენს გამოსვლებშიც გამოურევთ ცოტა სიმართლეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მან იუსტიციის მინისტრის საქმიანობა გააკრიტიკა.

თალაკვაძემ ოთარ კახიძეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სერვისების განვითარების მიმართულებით,  2012 წლის შემდეგ, თეა წულუკიანის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და კახიძეს სიმართლის თქმა ურჩია:

„მინდა,  გამოვეხმაურო არაზუსტ განცხადებებს, რომელიც რიგ შემთხვევებში  კოლეგებმა გააკეთეს. დროა, სიმართლეც მოისმინოთ. თქვენს გამოსვლებშიც თუ გამოურევთ ცოტა სიმართლეს, უფრო  კარგი იქნება.გაქვთ მაგისი რესურსიც და საკმარისი განათლებაც.ბატონი ოთარი ამბობდა, თეა წულუკიანმა ჩამოაქცია იუსტიციის სისტემაო. ოთარ, 7 ახალი იუსტიცის სახლი აშენდა 2012 წლის შემდეგ, მანამდე რამდენი იყო, კი გახსოვს კარგად. 3 აშენების პროცესშია. 47 ახალი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა, რომელიც ასევე ერთი ფანჯრის პრინციპს ემსახურება და იმ სერვისების განვითარება და გაგრძელებაა, რომელზეც შენ საუბრობდი. 4 ოფისი აშენდა ეროვნული არქივის, სადაც გაციფრულებულია ეს ყველაფერი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ინფორმაციის გადაცემა და გამოყენება. არვიცი, შეიგძლია გააკეთო განცხადებები, მაგრამ პოლიტიკური განვითარების ისეთ ეტაპზე ვართ, რომ უნდა ვილაპარაკოთ რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა გეწყინოთ, როდესაც  არჩევნებზე ხალხს თქვენი არ სჯერა ხოლმე“,-მიმართა არჩილ თალაკვაძემ  ოთარ კახიძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics