2017-12-06 15:05:31, 1794 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მხარდასაჭერად „ღირსების მანიფესტაციას“ მართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში „ღირსების მანიფესტაციას“ მართავს.
პარტიის წევრები და სააკაშვილის მხარდამჭერები ყოფილ პრეზიდენტის წინააღმდეგ განვითარებულ პროცესებს აპროტესტებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ უკრაინასა და საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად მოქმედებენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ავტორი: ,