|
2017-12-06 13:37:51, 811 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ანსამბლ „ფესვებს“ და ბადრი დარჩიძეს იუბილე მიულოცა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ანსამბლ „ფესვებს“ და ბადრი დარჩიძეს იუბილე მიულოცა. „ანსამბლი ,,ფესვები“ და მისი ხელმძღვანელი ბადრი დარჩიძე იუბილარია - ანსამბლის წევრებს და ყველა გულშემატკივარს გილოცავთ საიუბილეო თარიღს. თქვენი ანსამბლი მუნიციპალიტეტის ისტორიაში ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელმაც ხელოვნების სიყვარულით, დაუღალავი შრომით, მაღალი პროფესიონალიზმითა და გამორჩეული ნიჭიერებით არსებობის მანძილზე მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თითოეულ მონაწილე- შემსრულებელს ფასდაუდებელი წვლილი მიგიძღვით ქართული ხალხური ცეკვების, განსაკუთრებით მთიელთა სულიერი საუნჯის ცეკვა განდაგანის და ხორუმის ილეთების მოძიება-წარმოჩენა პოპულარიზაციაში, რითაც საზრდოობს თაობები. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კვლავ არაერთ წარმატებას მიაღწევთ და ასახელებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ და მრავალ ახალ წარმატებას გისურვებთ!“, - ნათქვამია შუახევის მერის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)