|
2017-12-06 13:06:38, 1208 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების ბრიტანელ ექსპერტს უმასპინძლეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი სტრატეგიული კომუნიკაციების ბრიტანელ ექსპერტს, ასოციაციის M&C Saatch დირექტორს ჯერი ოსბორნს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების კუთხით თავდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურებში არსებული მიღწევები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანელ სტუმარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივის - სტრატეგიული კომუნიკაციების განხორციელების პროცესი გააცნო. მან თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულ მიმართულებებზე ისაუბრა, რაც თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერებასა და შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას ითვალისწინებს. ლელა ჩიქოვანმა უწყების ამოცანების განხორციელებისას სტრატეგიული კომუნიკაციისა და უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას შეეხო. შეხვედრას საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD), თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)